თეა წულუკიანი: იმედი მაქვს, რომ რამდენიმე კვირაში ვიზალიბერალიზაციას მივიღებთ

„ბოლო კვირებში ვიხილეთ წინგადადგმული ნაბიჯები, რაც იმედს გვაძლევს, რომ დღეს ეს კენჭისყრა წარმატებით დასრულდება და ჩვენ რამდენიმე კვირაში ვიზალიბერალიზაციას მივიღებთ”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
წულუკიანი თვლის, რომ ევროპარლამენტის შემდგომი გადადგმული ნაბიჯები საქართველოს მოქალაქეებზეა დამოკიდებული.
„შეჩერების მექანიზმი“ იმისთვის შემოდის, რომ თუ ევროკავშირის ქვეყნები ჩათვლიან, რომ ჩვენ უვიზო რეჟიმს აღარ ვიმსახურებთ, ეს რეჟიმი მარტივად გაუქმდეს.
შესაძლებელია თუ არა, რომ უვიზო რეჟიმი მომავალში გაგვიუქმდეს, ეს ბოლომდე, 100%-ით საქართველოს მოქალაქეების ქცევაზეა დამოკიდებული. არ უნდა დავარღვიოთ იქაური კანონები და არ მოვინდომოთ იქ დარჩენა, როდესაც ქვეყანაში ვართ 90 დღით შესული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
დღეს, თბილისის დროით 15:00 საათზე, სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ვიზალიბერალიზაციის ე.წ. შეჩერების მექანიზმის შეთანხმებულ რეგულაციას უყრიან კენჭს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები