ირაკლი კობახიძე გიორგი მარგველაშვილს მადლობას უხდის

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კონსტიტუციის გადასინჯვასთან დაკავშირებით შეთავაზებული ფორმატისთვის პრეზიდენტს მადლობას უხდის.
ამასთან, კობახიძე აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილის წინადადება მოქმედი კონსტიტუციის ლოგიკის საწინააღმდეგოა.
მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული ფორმატის თანახმად, ის დომინირებდა კანონშემოქმედებით პროცესში, რის შესაძლებლობასაც საქართველოს კონსტიტუცია არ უშვებს.
”2013 წლამდე პრეზიდენტს ჰქონდა ზოგადად, საკანონმდებლო ინიციატივის უფლება და საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების უფლება. 2010 წლის ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, პრეზიდენტს ეს უფლება აღარ აქვს. გამომდინარე აქედან, მას არა აქვს უფლება ჩაერთოს კანონშემოქმედებით საქმიანობაში. ეს არის პრინციპული დებულება, რომელიც ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტის განხილვა მიმდინარეობს. პროექტი პარლამენტს ირაკლი კობახიძემ წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები