იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ებიდან 200-მდე ადამიანის გათავისუფლება იგეგმება

იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ებიდან 200-მდე ადამიანის გათავისუფლებაა დაგეგმილი. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იუსტიციის მინსტრმა, თეა წულუკიანმა ვაკანსიების გაუქმებაზე გააკეთა განცხადება.
წულუკიანმა მაგალითად იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის გამომძიებლის რამდენიმე ვაკანტური პოზიცია დაასახელა და აღნიშნა, რომ რამდენიმე მათგანი უკვე გაუქმდა.
„რაც შეეხება იმათ, ვინც მუშაობს – ჩვენ ვართ პროკურატურის მიღმა, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დაახლოებით 5 500 საჯარო მოხელე და არ არის გამორიცხული, რომ ამათგან 200-მდე ადამიანი, შეიძლება ნაკლებიც, სხვადასხვა სსიპ-ებიდან რეორგანიზაციაში მოჰყვეს, რომელიც ჯერ არ დაწყებულა და როცა დაიწყება პროცესი, რა თქმა უნდა, გამჭვირვალე იქნება“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები