პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში უშიშროების საბჭოს მდივანი არ ჩაერთვება

უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილის განცხადებით, იგი საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვება.
„საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტის არც ერთი წარმომადგენელი, მათ შორის უშიშროების საბჭოს მდივანი, არ მიიღებს მონაწილეობას საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტისა და დებულების გათვალისწინებით, კომისიის შემადგენლობაში საკუთრივ პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის განსაზღვრულია ორი ადგილი.
გარდა ამისა, კომისიაში თავისი თანამდებობით შედის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები