სააკაშვილმა პოროშენკო თურქმენეთის ყოფილ პრეზიდენტს, „თურქმენბაშის“ შეადარა

ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო თურქმენეთის ყოფილ პრეზიდენტს, საპარმურატ ნიაზოვს შეადარა, რომელიც „თურქმენბაშის“ (თურქმენების ლიდერის) სახელს ატარებდა.
სააკაშვილმა ეს უკრაინის მედიაში არსებული ცენზურის კომენტირებისას განაცხადა.
ყოფილმა გუბერნატორმა განაცხადა, რომ მას ბოლო დროს ტელევიზიები გადაცემებში აღარ იწვევენ. „ასეთი რამ თურქმენეთში ხდებოდა და ხდება. იქ იყო თურქმენბაში, რომელმაც ალტერნატიული რეალობა შექმნა. „თუ ადამიანი ტელევიზორში არ არის, ის არ არსებობს“. მაგრამ, უკაცრავად, ჩვენთან პოროშენკოა თუ თურქმენბაში? ეს დემოკრატიული უკრაინაა თუ თურქმენეთი?“ – აცხადებს სააკაშვილი.
მან ასევე აღნიშნა, რომ ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ უკრაინულმა არხებმა მის მიმართ ინტერესი დაკარგეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები