ამირან გამყრელიძე: დღეისთვის გვაქვს ვირუსის 46 დადასტურებული შემთხვევა

წელს ცირკულირებს a ტიპის h3 ვირუსი, ეს არის შედარებით მსუბუქად ბავშთა ასაკში”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სამკურნალო დაწესებულებეში მიმართვიანობის მაჩვენებელმა იმატა.
„რთული შემთხვევები არ არის მომატებული, თუმცა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა 16 %-ით მომატებულია, ამიტომ რადგან ეს სეზონური გრიპი ყველა წელსაა, მოსახლეობამ იცის, მაგრამ ისევ ვიმეორებ, რომ გრიპის პროფილაქტიკისთვის საუკეთესო მეთოდი გახლავთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
ჩვენ ყოველწლიურად ვზრდით ფოკუსჯგუფებს ვაქცინაციაზე”, -განაცხადა ამირან გამყრელიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
გამყრელიძე მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს, რათა ჩაიტარონ გრიპთან დაკავშირებით ნებაყოფლობითი ვაქცინაცია.
მისივე ინფორმაციით, გრიპის სეზონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰიგიენის დაცვა.
„გრიპი გადადის აერწვეთოვანი გზით, მაგრამ გრიპის ვირუსი ხანგრძლივად რჩება ხელზე, ამიტომ ხშირი ხელის დაბანა და ხშირი განიავება აუცილებელია, ასევე საჭიროა ამ პერიოდში მოვერიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები