რუსეთის საგარეო უწყება ქართულ მხარეს ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის დაბლოკვაში ადანაშაულებს

„სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე მორიგი დისკუსიების დროს, რომელიც ჟენევაში 13–14 დეკემბერს გაიმართა, ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის მიღება, ქართული მხარის პოზიციის გამო, ვერ მოხერხდა“, – ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„თანათავმჯდომარეებმა ნეიტრალური სტატუსის მქონე დოკუმენტი წარმოადგინეს, რომელიც კვლავ ქართულმა მხარემ დაბლოკა. თბილისი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სიტუაციის მონიტორინგისთვის „საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებს“ მოითხოვს. ამ საკითხის განხილვა მომდევნო რაუნდზე მოხდება“, – წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყება ასევე აცხადებს, რომ შეხვედრის მონაწილეებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის და საქართველოს საოკუპაციო ხაზზე შექმნილი ვითარება სტაბილურად შეაფასეს. ამასთანავე, სოხუმი და ცხინვალი ამახვილებენ ყურადღებას, რომ „თბილისი საერთაშორისო დონეზე აშკარად არამეგობრული აქციებით არის დაკავებული და გაეროში, ეუთოსა და ევროსაბჭოში პროპაგანდისტულ ქმედებებს ეწევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები