“ასოცირების ხელშეკრულების კვლევის დროს გამოიკვეთა რამდენიმე სფერო, სადაც ჯერ კიდევ არსებობს სერიოზული პრობლემები”

“ასოცირების ხელშეკრულების კვლევის დროს გამოიკვეთა რამდენიმე სფერო, სადაც ჯერ კიდევ არსებობს სერიოზული პრობლემები“, – ამის შესახებ „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ასოცირების ხელშეკრულების მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელმა, კორნელი კაკაჩიამ განაცხადა.
კაკაჩიას ინფორმაციით, ძირითადი პრობლემები გამოიკვეთა თანასწორობის, ბავშვთა და შრომით უფლებებთან დაკავშირებით, ასევე, ეკოლოგიისა და ენერგეტიკის მიმართულებით.
როგორც კაკაჩიამ აღნიშნა, ამის მიუხედავად, საბოლოო ჯამში, უნდა ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ძირითადი ვალდებულებების შესრულება მოახერხა.
ამასთან, როგორც კაკაჩიამ განმარტა, საქართველო ერთ-ერთ წამყვან ქვეყნად ითვლება.
„საქართველომ მთლიანობაში, უნდა ითქვას, რომ შეასრულა ვალდებულებები და დღევანდელი სიტუაციით ის ითვლება ერთ-ერთ წამყვან ქვეყნად ასოცირებულ ქვეყნებს შორის. თუმცა ანგარიშის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე სფერო, სადაც ჯერ კიდევ სერიოზული პრობლემებია. ეს არის ისეთი თემები,    როგორიც არის თანასწორობა, ბავშვთა და შრომითი უფლებები, ეკოლოგიისა და ენერგეტიკის სფერო და კიდევ რამდენიმე სფერო, სადაც არც ისე მძიმე სიტუაციაა. ჩამოთვლილი პრობლემები აუცილებლად ითხოვს სახელმწიფოს მხრიდან ჩარევას და რაც მთავარია, აუცილებელია როგორც ხელისუფლების, ასევე საზოგადოების ძალისხმევის გაზრდა.
თუ შევადარებთ სხვა ქვეყნებს, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ძირითადად მოხერხდა ვალდებულებების შესრულება, რაც იყო დაკავშირებული თვითონ ასოცირების ხელშეკრულებასთან. მთლიანობაში, ამან შექმნა კარგი პოლიტიკური ფონი, რომელმაც გავლენა იქონია იმ გადაწყვეტილებაზე რომელიც მიიღო ევროკავშირმა, მათ შორის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით“,-განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები