გიორგი კვირიკაშვილმა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ოჯახის შექმნა მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს ოჯახის შექმნა მიულოცა.
“ჩვენს კოლეგა თეა წულუკიანს ვულოცავ ოჯახის შექმნას. მინდა, გისურვოთ ბედნიერება და ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება!”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის დაოჯახების შესახებ ინფორმაცია თავად თეა წულუკიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა და მეუღლის ფოტოც გამოაქვეყნა. მინისტრის მეუღლე 29 წლის ნუგზარ კაკულიაა, რომელიც ადრე იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები