გიორგი კვირიკაშვილი ლარის კურსზე: ნაბიჯები, რომელსაც ვდგამთ, ორიენტირებულია იმაზე, რომ გვქონდეს უფრო მაღალი დინამიკა, ვიდრე ეს მეზობელ ქვეყნებშია

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ეროვნული ვალუტის გაუფასურების ტენდენციაზე და მიზეზებზე დღევანდელი მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
პრემიერმა პარალელი გაავლო საქართველოს მეზობელი ქვეყნების ეროვნული ვალუტის და ლარის გაუფასურების მაჩვენებლის ზრდის ტენდენციებზე.
პრემიერის განცხადებით, ყველა მეზობელ ქვეყანაში ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცენტული მაჩვენებელი 100%-ზე ნაკლები არ არის.
„ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ყველა ძირითადი ვალუტა თითქმის ას პროცენტზე მეტად გაუფასურდა.
მაგალითად, თურქული ლირა გაუფასურებულია 100%-მდე, ასევე, უკრაინული ეროვნული ვალუტა გაუფასურდა 200%-მდე.
რუსული რუბლის ვარდნამ შეადგინა 90%, აზერბაიჯანული მანათი კი 100%-ით გაუფასურდა.
2012 წლის შემდეგ ქართული ლარი არის 60-65%-ით გაუფასურებული.
ეს, რა თქმა უნდა, კარგი არ არის, მაგრამ ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ ვდგამთ, ორიენტირებულია იმაზე, რომ ჩვენ გვქონდეს იმაზე უფრო მაღალი დინამიკა, ვიდრე ეს ჩვენს მეზობელ ქვეყნებშია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელი მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები