წიგნი, რომელიც წინაპრებს ეძღვნება

სამხატვრო აკადემიაში კულტურის საკითხთა დოქტორის, ტელეჟურნალისტ თამარ ბელქანიას წიგნის – „სტალინური „კულტУРА!“ წარდგენა გაიმართა.
ავტორი 1995 წლიდან აქტიურ ჟურნალისტიკაშია და მისი ინტერესის სფეროს კულტურის საკითხთა გაშუქება წარმოადგენდა, 2009-2010 წლებში კი ის საქართველოს შსს არქივის დირექტორის მოადგილე იყო. შესაბამისად, წიგნი მდიდარია იმ საარქივო მასალებით, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, გადავხედოთ, თუ როგორი იყო კულტურის პოლიტიკა სტალინის ეპოქაში და როგორ შეიქმნა სისტემა, რომელმაც საფრთხის ქვეშ დააყენა ერის იდენტობის სამივე მარკერი – მამული, ენა, სარწმუნოება. წიგნში წარმოდგენილია, თუ როგორი იყო ქართული კულტურა ბოლშევიზმის ეპოქამდე და რა სახის ტრანსფორმაცია განიცადა შემდგომში.
15494086_1838663229679101_2023207129_nთამარ ბელქანია: „დღეს, როდესაც არსებობს კულტურის პოლიტიკა, აუცილებელია გავაანალიზოთ, კულტურის სტრატეგიის მნიშვნელობა დემოკრატიულ სახელმწიფოშიც და ასევე, ის მწარე გამოცდილებაც, რაც მიიღო ქართულმა კულტურამ ტოტალიტარული საბჭოთა იმპერიაში ყოფნისას თუ პოსტსაბჭოთა პერიოდში. ძალიან მნიშვნელოვანია, ზუსტად ვიცოდეთ, როგორი იყო კომუნისტურ ეპოქაში – ტოტალიტარულ სახელწიფოში – „ტოტალიტარული კულტურის“ შექმნის მექანიზმი და ამის ფონზე ვიმსჯელოთ დამოუკიდებელ საქართველოში საქართველოს კულტურის სტრატეგიის ძირითადი წახნაგებისა თუ მხარდაჭერის აუცილებლობის შესახებ.
თამარ ბელქანიას თქმით, ასევე, არსებითია, გაირკვეს, რამდენად, ან რა დოზით, ან საჭიროებს კი დღეს ქართული კულტურა კონიუნქტურას სახელწიფოს მხრიდან და ხომ არ იქნება ეს ისევ ძალადობა კულტურაზე.
„აღსანიშნავია ისიც, რომ ევროპული მოდელების უპირობოდ გადმოღება ვერ იქნება ქმედითი, რადგან ის მოცემულობა და კონტექსტი ან რისკფაქტორები, რაც ქართულ კულტურას გააჩნია, შეიძლება არ იყოს გათვალისწინებული ევროპულ სქემებში;
შესაბამისად, საჭიროა ადგილობრივი კვლევები, რომ ქართული კულტურული ნაკადი გაიმიჯნოს საბჭოთა მინარევებისაგან და არსობრივად განისაზღვროს ქართული იდენტობის მაგისტრალური ხაზი.
ამ წიგნის იდეა ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა, როდესაც არქივში ვმუშაობდი და მქონდა შესაძლებლობა, მასალები შემერჩია არქივში გამომავალი ჟურნალისთვის, რომლის კოორდინატორიც ვიყავი, შესაძლებლობა მქონდა, არა მხოლოდ ცალკეული, ან ფრაგმენტული დოკუმენტები მენახა. ეს არის ქართულენოვანი წიგნი ინგლისური რეზიუმეთი, მათთვის, ვისაც აინტერესებს კულტურის პროცესების შესწავლა სწორედ სტალინის ეპოქაში, როგორ იქმნებოდა უდამწერლობო ერისთვის დამწერლობა და რა მიზანი ჰქონდა მას, როგორ იგეგმებოდა ქართული ისტორიოგრაფია, ენათმეცნიერება, სამეცნიერო ველი, ქართული პროფესურა, როგორ და რა ინსტრუმენტებით იქმნებოდა სახელმწიფო ტერორის მექანიზმი“, – აღნიშნა წარდგინებაზე თამარ ბელქანიამ. 15497922_1838661413012616_853053069_n
ავტორმა წიგნი მიუძღვნა წინაპარს, დიდი ბაბუის – ივანე ბელქანიას ხსოვნას, რადგან „სწორედ მას პარტიამ სამჯერ ჩამოართვა ქონება და საბოლოდ ეპოქის მსხვერპლი გახდა, არავინ იცის, როგორ წავიდოდა ჩვენი ოჯახის ისტორია, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის ისტორია, რომ არა ბოლშევიზმი, შესაბამისად, მე, როგორც ერთ ადამიანს, მაქვს უფლება, ვიცოდე ჩემი გვარის და ქვეყნის ისტორია“, – განმარტა თამარ ბელაქნიამ.
წიგნის წარდგინებას ყველა თაობის ადამიანები ესწრებოდნენ. წარდგინება დისკუსიის ფორმატში გადაიზარდა, სადაც სიტყვით სამივე თაობის ადამიანები გამოვიდნენ. მათ ისაუბრეს იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის რეალური ისტორიის ცოდნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები