იაპონიის სამხრეთ სანაპირო ქალაქ ოიტაში გაჩენილმა ხანძარმა, დაახლოებით, 170 შენობა დააზიანა, ერთი ადამიანი კი დაიღუპა,- ამის შესახებ საერთაშორისო მედია იუწყება.
ხანძარი სამშაბათ საღამოს დაიწყო, ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა დასახლებული ტერიტორიებიდან ტყეებისაკენ. პირველი შეფასებით, გარდაცვლილია უფროსი ასაკის მამაკაცი.
ადგილობრივი საგანგებო შტაბის მონაცემებით, ცეცხლმა დაახლოებით 48 900 კვ.მ დაფარა. ცეცხლის ჩაქრობაში მონაწილეობდნენ 200-მდე სახანძრო ბრიგადა და არმიის ვერტმფრენები.
პანიკის გამო ევაკუირებულია დაახლოებით 175 ადამიანი.
იაპონიის პრემიერ-მინისტრი სანაე ტაკაიჩი მწუხარებას გამოხატავს და აცხადებს, რომ ცენტრალური მთავრობა მაქსიმალურად შეუწყობს მხარს ადგილობრივ ხელისუფლებას.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით არ არის ცნობილი. მიმდინარეობს გამოძიება.