ოთარ კახიძე: შეუძლებელია, ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადება სერიოზულად აღიქვა
ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადება შეუძლებელია, სერიოზულად აღიქვა – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ოთარ კახიძე ჩიორა თაქთაქიშვილის მიერ პარტიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.
რაც შეეხება ფორმალურ მართვას, კახიძის თქმით, პარტიას მართავს პოლიტიკური საბჭო.
“ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადება შეუძლებელია, სერიოზულად აღიქვა. რაც შეეხება ფორმალურ მართვას, პარტიას მართავს პოლიტიკური საბჭო. ჩვენ ვნახეთ, რომ 25 ადამიანმა და მათ შორის ჩიორა თაქთაქიშვილმა გადაწყვიტა საკითხი ისე, როგორც თავად თაქთაქიშვილი და მისი თანამოაზრეები თვლიდნენ საჭიროდ. პარტიის ამაზე მეტად დემოკრატიულად მართვა, უბრალოდ, არ არსებობს. ჩიორა თაქთაქიშვილის ხმამ გადაწყვიტა, როგორ უნდა ჩატარებულიყო ყრილობა. გაუგებარია, რა არაფორმალურ მმართველობაზეა საუბარი. რაც შეეხება უხერხულ ბრალდებას, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა გასცა პასუხი, რომ ეს არის დაკავშირებული პარტიაში გარკვეულ რეორგანიზაციასთან, ხარჯების ოპტიმიზაციასთან. ამ ყველაფერს არავითარი კავშირი არ აქვს პოლიტიკურ გუნდურობასთან. უხერხულია ასეთ ბრალდებებზე საუბარი უაპელაციოდ“,-განაცხადა ოთარ კახიძემ.
ჩიორა თაქთაქიშვილის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველმა გუნდმა პარტიის რამდენიმე წევრი, მათ შორის კობა ხაბაზი და გოგა ონიანი, „შემცირებაში მოაყოლა”.