ირაკლი კობახიძე: ყველაზე ხელშესახები გახდება ის სიკეთე, რომელიც დაკავშირებულია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან

“ჩვენი მოსახლეობისთვის და ქვეყნისთვის ყველაზე ხელშესახები გახდება ის სიკეთე, რომელიც დაკავშირებულია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან“-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი ძალიან სწრაფად დასრულდება და საქართველო წლის დასაწყისში კონკრეტულ შედეგს მიიღებს.
„საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია უმნიშვნელოვანესია. ამ შემთხვევაში ყველაზე ხელშესახები გახდება ჩვენი მოსახლეობისთვის და ქვეყნისთვის ის სიკეთე, რომელიც დაკავშირებულია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან. იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად წარიმართება ეს პროცესი. უკვე მომავალი წლის დასაწყისისთვის ველოდებით კონკრეტულ შედეგს“,-განაცხადა კობახიძემ.
ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მოლაპარაკება საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2012 წელს დაიწყო. 2015 წელის ბოლოს ევროკომისიამ აღნიშნა, რომ საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა. შეთანხმების გაფორმების შემდეგ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში 90 დღის განმავლობაში შეძლებენ გაჩერებას. ეს შეთანხმება მხოლოდ მოკლევადიან ვიზიტებს ეხება და ის ევროპაში სამუშაოდ ან სასწავლოდ გამგზავრების მსურველებზე არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები