კონსტანტინე გამსახურდია: მე ვეთანხმები ორ მცნებას – არ დაიჭირო და არ ჩაუდო

მარიხუანას მოხმარების გამო ადამიანებს არ უნდა იჭერდნენ, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიტიკოსმა კონსტანტინე გამსახურდიამ განაცხადა.
გამსახურდია მიიჩნევს, რომ მარიხუანას მოხმარება სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე უნდა ხდებოდეს. „მე ვეთანხმები ორ მცნებას – „არ დაიჭირო და არ ჩაუდო.“ მარიხუანას მოხმარების გამო ადამიანებს არ უნდა იჭერდნენ, თუმცა მისი მოხმარება არ უნდა ხდებოდეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე. უნდა იყოს სახელმწიფო მოხელე, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს იმ ადამიანებს, რომლებიც დამოკიდებულები არიან მარიხუანაზე,“-განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები