გრიპის ვირუსის გამო თბილისის ოთხი კლინიკა 24 -საათიან მომსახურებაზე გადადის

გრიპის ვირუსის გამო თბილისის ოთხი კლინიკა 24 საათიან მომსახურებაზე გადავა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ბერძულმა განაცხადა.
ბერძულის განმარტებით, ამის მიზეზი პაციენტთა გაზრდილი რაოდენობა გახდა. მისი ინფორმაციით, პაციენტებს 24 საათის განმავლობაში წინამძღვრიშვილის ქუჩაზე არსებული “საოჯახო მედიცინის ცენტრი”, ასევე”მედკაპიტალის” საოჯახო კლინიკის ცენტრები ისანი-სამგორის რაიონში, გლდანის რაიონსა და საბურთალოს რაიონში მოემსახურებიან.
„112-ში შესული ზარები დახარისხდება. გრიპის ვირუსთან დაკავშირებული შემთხვევებიდან ყველაზე გადაუდებელ შემთხვევებეზე სამედიცინო ბრიგადები გავლენ. დანარჩენი ზარები კი, რომლებიც არ იქნება გადაუდებელი, გადამისამართდება იმ საოჯახო მედიცინის ცენტრებში, რომლებიც დღეიდან გადავლენ 24 საათიან მომსახურებაზე“, -განაცხადა ბერძულმა.
მისივე განცხადებით, მსგავსი პროტოკოლი შარშან იანვარ-თებერვალში მოქმედებდა.
როგორც ბერძულმა აღნიშნა, აღნიშნული პროტოკოლი მხოლოდ თბილისში ამოქმედდება, რადგან ამ ეტაპზე რეგიონებში სტაბილური ვითარებაა.
აღნიშნული კლინიკის ხელმძღვანელებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები