ქუმსიშვილი: წელს მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი სატრანსპორტო საბაგიროს მშენებლობა დაიწყება

პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, წელს მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი სატრანსპორტო საბაგიროს მშენებლობა დაიწყება, რაც კურორტის პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის.
მისი თქმით, ჰაწვალის საბაგიროზე წელს 20 მილიონი ლარია გამოყოფილი.
„ეს არის პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული პროექტი, რომელსაც მთელი ეკონომიკური გუნდი უჭერს მხარს და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები