სასწავლო დაწესებულებები, სადაც გრიპის გამო ბავშვების გამოუცხადებლობა 40 %-ს აღემატება, სამი დღით დაიკეტება

ის სასწავლო დაწესებულებები, სადაც გრიპის ვირუსის გამო ბავშვების გამოუცხადებლობა 40 პროცენტს აღემატება, სამი დღით დაიკეტება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჯანდაცვის სამინისტრომ გრიპის ვირუსის გამო კომპლექსური ღონისძიებების გატარება დაიწყო და მათ შორის არის ეს გადაწყვეტილებაც.
დავით სეგეენკოს თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბი, რათა ერთი მხრივ განიტვირთოს სასწრაფო დახმარების მუშაობა და მან შეძლოს თავისი ფუნქციის შესრულება, ასევე შემცირდეს პაციენტთა ნაკადები პირველადი ჯანდაცვის ობიექტებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები