კამპანიას – „ნუ მოჭრი – მორთე“ კერძო კომპანიებიც შეუერთდნენ

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, თბილისის მერიის მხარდაჭერით, ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, ახალი კამპანია – „ნუ მოჭრი – მორთე“ დაიწყო.
კამპანია ბუნებრივი ნაძვის ხის მოჭრის პრევენციას ითვალისწინებს. სამინისტროს ინიციატივას კერძო კომპანიები შეუერთდნენ. დღეს მეტრო „დელისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე წიწვოვანი ხის მორთვა, სააფთიაქო ქსელის „პე-ეს-პეს“ წარმომადგენლებმა დაიწყეს.
კამპანიას უკვე ათი კერძო კომპანია შეუერთდა, რომლებიც წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე მდებარე ნაძვის ხეებს საახალწლოდ გააფორმებენ.
ახალი წლის დღეების დასრულებისთანავე, კომპანიების წარმომადგენლები ნაძვის ხის დემონტაჟს თავად განახორციელებენ.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლოდ, წიწვოვანი ხეების უკანონოდ მოპოვებისა და რეალიზაციის ფაქტების პრევენციის მიზნით, სახელმწიფო ტყის ფონდის, დაცული ტერიტორიების, თვითმმართველი ერთეულის ხე-მცენარეების მოპოვების, ტრანსპორტირებისა და მათი რეალიზაციის ფაქტებზე კონტროლს გააძლიერებს.
გამოვლენილ დარღვევებზე შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომები გატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები