“ექსკლუზივ ნიუსზე” კიბერშეტევა, ამერიკული სერვერებიდან განხორციელდა

საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსზე”კიბერშეტევა, ამერიკული სერვერებიდან განხორციელდა – ამის შესახებ ინფორმაციას თავად სააგენტო პროვაიდერ კომპანია “cloud 9”-ის მიერ მიწოდებულ ცნობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც “ექსკლუზივ ნიუსში“ განმარტავენ, ბოლო ერთი კვირი განმავლობაში საიტი შეფერხებით მუშაობდა და დროგამოშვებით ითიშებოდა კიდეც.
“ექსკლუზივ ნიუსმა“ დახმარებისთვის პროვაიდერ კომპანია “cloud 9” – მიმართა.
„საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსზე” ბოლო ერთი კვირის მანძილზე შეფერხებები იყო, ხშირ შემთვევაში საიტი ითიშებოდა კიდეც. ცხადია ამის შესახებ, წერილობით მივმართეთ იმ პროვაიდერ კომპანიას, რომელიც ჩვენს საიტს ტექნიკურად ემსახურება. ერთი საათის წინ საიტის მუშაობა ისევ შეფერხდა, საინფორმაციო სააგენტოს მუშაობა შეჩერდა. პროვაიდერ კომპანიამ “cloud 9” გვაცნობა, რომ საიტზე შეტევა განხორციელდა, რომლის მიზანი იყო საინფორმაციო სააგენტოს მუშაობის შეჩერება. „თქვენს საიტზე იყო შეტევა, რომლის მიზანიც გახლდათ საიტის მუშაობის შეფერხება. შეტევა განხორციელდა არაქართული მისამართებიდან (ძირითადად ამერიკული სერვერებიდან). ეს პროვაიდერები ინფორმირებულები არიან და თქვენს სერვერზე დავბლოკეთ აღნიშნული მისამართები“, – ნათქვამია “ექსკლუზივ ნიუსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, სააგენტო მადლობას უხდის კომპანიონ პროვაიდერს „cloud 9”, გულისხმიერი თანამშრომლობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები