მოყინვის პირველი ფაქტი დაფიქსირდა – მწყემსი ფეხის ამპუტაციას გადაურჩა

ზამთრის დადგომასთან და ამინდის გაუარესების შედეგად, დეკემბერში მოყინვის პირველი ფაქტი დაფიქსირდა. როგორც „კვირას“ ბ. იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, სამედიცინო დაწესებულებას პაციენტმა მომართა, რომელსაც მარჯვენა ფეხის მტევანი მოეყინა. მისი თქმით, 40 წლის მამაკაცი ფეხის ამპუტაციას გადაურჩა.
„საგარეჯოს რაიონიდან მოგვმართა მამაკაცმა, რომელიც მწყემსია, როგორც მან გვიამბო, ღამით ფეხი დაუსველდა და ძლიერი ყინვის გამო, მარჯვენა ფეხის მტევანი მოეყინა. მას მე-2-3 ხარისხის მოყინვა ჰქონდა მიღებული. საბედნიეროდ, პაციენტმა კლინიკას დროულად მოაკითხა და ფეხის ამპუტაციას გადაურჩა. იგი ჩვენს კლინიკაშია და მკურნალობის კურსს აგრძელებს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“ – განუცხადა „კვირას“ გუგა ქაშიბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები