სიმონ ნოზაძე: პარლამენტში უმრავლესობა აქვს „ქართულ ოცნებას“ და საკონსტიტუციო კომისიაშიც ასე თუ იქნება, ეს გასაკვირი არ არის

მთავარია, საკონსტიტუციო კომისიამ არ გადაუხვიოს იმ სამართლებრივ ნორმებს, რაც საჭიროა, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სიმონ ნოზაძემ განაცხადა.
ნოზაძე თვლის, რომ კომისია, რომელიც კონსტიტუციის ცვლილებებზე იმსჯელებს, მრავალფეროვანი იქნება, თუმცა დეპუტატს მიაჩნია, რომ კომისიაში უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ უნდა ჰქონდეს.
„ამ კომისიის მუშაობაში ჩართული იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელიც და ოპოზიციური პარტიებიც, ეს კომისია იმუშავებს იმ საკითხებზე, რაც მოსახლეობისთვის არის პრიორიტეტული, ის, რომ შესაძლოა ამ კომისიაში უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ ჰქონდეს, ლოგიკურია, რადგან ისინი ხელისუფლებაშიც უმრავლესობაში არიან. მთავარია, ამ კომისიამ არ გადაუხვიოს სამართლებრივ ნორმებს, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მივუთითოთ,“ – განაცხადა სიმონ ნოზაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები