სიმონ ნოზაძე: მე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ირაკლი აბესაძეს დავუჭირე მხარი

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრმა სიმონ ნოზაძემ, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე ემზარ კვიციანსა და ირაკლი აბესაძეს შორის, არჩევანი ირაკლი აბესაძეზე შეაჩერა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნოზაძემ ორივე კანდიდატს დაუჭირა მხარი, თუმცა დეპუტატი ამას გაუგებრობით ხსნის.
„პროპორციულად ისე მოუწია ოპოზიციურ ფრთას, რომ 15 კომიტეტიდან 12 იქნებოდა უმცირესობის და სამი „პატრიოტთა ალიანსის“, მათ ეს სამი კვოტა ათვისებული აქვთ. არსებობს ჯენტლმენური შეთანხმებები, ამიტომ მე დავუჭირე მხარი ბატონ ირაკლი აბესაძეს. პროცედურა ახლა უკვე ითვალისწინებს იმ კანდიდატურის მხარდაჭერას, ვისაც მეტი ხმა ექნება. ის, რომ ორ კანდიდატს მივეცი ხმა, გაუგებრობა იყო და ტექნიკური ხარვეზი. მე ახლაც ვაფიქსირებ, ჩემი ხმა მივეცი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს,“ – განაცხადა სიმონ ნოზაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები