დიმიტრი ხუნდაძე: საკონსტიტუციო კომისია იქნება საკმაოდ წარმომადგენლობითი

საკონსტიტუციო კომისია იქნება საკმაოდ წარმომადგენლობითი და არავის დაკნინებას არ ითვალისწინებს, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენელმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
ხუნდაძის ინფორმაციით, საკონტიტუციო კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს, თუმცა მისივე თქმით, კომისია საკმაოდ წარმომადგენლობითი იქნება.
„საკონსტიტუციო კომისია იქნება საკმაოდ წარმომადგენლობითი. ის დაკომპლექტდება, როგორც სასამართლოს, ისევე საზოგადოების წარმომადგენლებისგან, მასში იქნებიან ასევე პარლამენტის წევრები და კონსტიტუციონალისტები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და წარმომადგენელი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, თუმცა კომისიას უხელმძღვანელებს პარლამენტის თავმჯდომარე, რადგან ეს უშუალოდ პარლამენტის პრეროგატივაა. ასე, რომ ერთპარტიულ საკონსტიტუციო კომისიაზე აქცენტის გაკეთება არასწორია, რადგან აქ იქნებიან, ოპოზიციის წარმომადგენლებიც,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები