გიორგი კვირიკაშვილი კაიროში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კაიროში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“დიდ მწუხარებას გამოვხატავ ეგვიპტეში, კაიროში მომხდარი ტრაგედიის გამო. შემაშფოთებელია, რომ კიდევ ერთ აფეთქებას – ამჯერად, კაიროს კოპტურ ტაძართან, ემსხვერპლა ადამიანების სიცოცხლე. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, ეგვიპტის მთავრობას, ხალხს. საქართველო არასოდეს შეურიგდება მშვიდობისა და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ აგრესიას”, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
კაიროში, კოპტურ ტაძართან აფეთქების შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა. აფეთქება ადგილობრივი დროით 10:00 საათზე მოხდა.