„თი-ბი-სი ბანკი“ მთის კურორტების განვითარებას დაეხმარება

„თი-ბი-სი ბანკი“ მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერას 5 წლიანი პარტნიორობის ფარგლებში განარხორციელებს. თანამშრომლობა გულისხმობს სამთო კურორტებზე გადახდის ინოვაციური სისტემების შექმნას და ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომლითაც დამსვენებლები და სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულები უკვე ამ სეზონიდან ისარგებლებენ.
მომავალ თანამშრომლობაზე „თი-ბი-სი ბანკის სათაო ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე „თი-ბი-სი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ და მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა, ალექსანდრე ონოფრიშვილმა ისაუბრეს.
„თი-ბი-სი ბანკის“ მხარდაჭერით უკლებლივ ყველა ზამთრის კურორტზე გაუმჯობესდება გადახდის სისტემა, კერძოდ, ხელმისაწვდომი იქნება ახალი ბარათები (Multi Card), რომელიც საშუალებას მისცემს საბაგიროთი მოსარგებლე ადამიანებს, რიგში დგომის გარეშე, დისტანციურად – ინტერნეტბანკით, ბარათით ან ფეიბოქსით გადაიხადონ და მაქსიმალურად ნაკლები დრო დაუთმონ საბაგიროს ბილეთების შეძენას.
სულ მალე Multi Card ბარათებზე ანგარიშის შევსება „თიბისი ფეის” აპარატებითაც იქნება შესაძლებელი.
გარდა ამისა, 5 წლიანი პარტნიორობის ფარგლებში, „თი-ბი-სი ბანკი“ ხელს შეუწყობს მთის კურორტებზე მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, რაც გულისხმობს მომხმარებლისათვის მოქნილი სერვისებისა და დამატებითი კომფორტის შეთავაზებას.
წელს საქართველოს ზამთრის კურორტებზე სიახლეა. ერთდროულად აშენდა 9 ახალი საბაგირო, მათ შორის 3 გუდაურში. 10 დეკემბერს ოფიციალურად იხსნება გუდაურის, ბაკურიანისა (დიდველი) და გოდერძის სათხილამურო კურორტები. 24 დეკებერს გაიხსნება სვანეთში, თეთნულდის კურორტი, ხოლო 25 დეკემბერს ბაკურიანი-მიტარბის კურორტი ახალი სათხილამურო გზებითა და ახალი ინფრასტრუქტურით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები