გიორგი მარგველაშვილი NDI-ის პრეზიდენტს ჯენ ვოლაკს შეხვდა

საფრანგეთში სამუშაო ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი NDI -ის პრეზიდენტს ჯენ ვოლაკს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში ღია მმართველობის განვითარების პროცესს, ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს და საქართველოს წარმატებულ მიღწევებს, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასთან და სამოქალაქო საზოგადოების მეტ ჩართულობასთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ურთიერთობის გაღრმავების პროცესს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები