კალაძე უწყებებში დაგეგმილი ოპტიმიზაციაზე: კონკრეტული უწყება თვითონ გადაწყვეტს, რა მიმართულებით იქნას ხარჯები დაზოგილი

“ადამიანების გაშვება სამსახურიდან ყველაზე ბოლო მიმართულებაა და სხვა მიმართულებით არის შესაძლებელი ხარჯების შემცირება”, – ასე გამოეხმაურა ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე უწყებებში დაგეგმილი ოპტიმიზაციის შესახებ დასმულ კითხვას.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ყველა უწყება და მისი ხელმძღვანელი თვითონ გადაწყვეტს, რა მიმართულებით იქნას ხარჯები დაზოგილი.
„ჩვენ დავაანონსეთ ხარჯების შემცირება ყველა მიმართულებით და კონკრეტული უწყება და მისი ხელმძღვანელი თვითონ გადაწყვეტს, რა მიმართულებით იქნას ხარჯები დაზოგილი. მე ვფიქრობ, რომ ადამიანების გაშვება არის ყველაზე ბოლო მიმართულება. შესაძლებელია სხვა მიმართულებებით  ხარჯების შემცირება და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც მოხდება”,- განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, კალაძე სისულელეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მთავრობაში შიდა დაპირისპირებას აქვს ადგილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები