მეცნიერები: ფიზიკური დატვირთვა სპერმის ხარისხს აუმჯობესებს
ირანელი მეცნიერების დასკვნის მიხედვით, ზომიერი და რეგულარული ფიზიკური დატვირთვა, დაახლოებით კვირაში სამჯერ, ნახევარი საათის განმავლობაში, სპერმის ხარისხს აუმჯობესებს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ასე, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ყოველი მეშვიდე წყვილს ბავშვის ჩასახვის პრობლემა აქვს. ისინი ძვირადღირებულ ხელოვნური განაყოფიერების პროცედურას მიმართავენ.
მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევებში 25-დან 40 წლამდე ასაკის 261 მამაკაცი მონაწილეობდა.