„გუშინ გვქონდა მიწოდების შოკი, რომელიც იყო არასწორი გადაწყვეტილებების შედეგი, ოღონდ არა სახელმწიფო სექტორის ნაწილში“

ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ვერ დამაპირისპირებთ, რადგან რაც სავალუტო ბაზარზე გუშინ საღამოს მოხდა, ეს ჩვენსა და ეროვნულ ბანკს შორის კოორდინაციის შედეგი იყო, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მისი თქმით, დღეს აბსოლუტურად ნორმალურად ფუნქციონირებს ბაზარი.
„თქვენი კითხვით ვერ დამაპირისპირებთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან. გუშინ ჩვენ გვქონდა მიწოდების შოკი, რომელიც იყო არასწორი გადაწყვეტილებების შედეგი, ოღონდ არა სახელმწიფო სექტორის ნაწილში. ეს იყო მოლოდინებზე აგებული გადაწყვეტილებები, მაგრამ ძალიან მოხარული ვარ, რომ მალე ინფორმაცია სწორად გავრცელდა, მოლოდინები სწორად დალაგდა და, შესაბამისად ჩვენ გუშინ საღამოს ვნახეთ უკვე დარეგულირებული ბაზარი. დღეს ვხედავთ, რომ აბსოლუტურად ნორმალურად ფუნქციონირებს ბაზარი. ჩვენ დღეს საკმაოდ კარგი გამყარება გვქონდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ მაკროეკონომიკურად როგორც არის სწორი ისე იქნება“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები