„ბლუმბერგის“ ონლაინ სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარი 2,5575 ლარი ღირს

„ბლუმბერგის“ ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში დღეს ქართული ლარი გამყარებას განაგრძობს. 14:00 საათის მონაცემებით, დოლარი აქ 2,5575 ლარი ღირს.
დღეს დილით „ბლუმბერგზე“ ვაჭრობა 2,5825-ის კურსით დაიწყო და თბლისის დროით 14:00 საათისთვის ლარის კურსი 2,5575 -მდე გამყარდა. ლარის ისტორიული მინიმუმი გუშინ „ბლუმბერგზეც“ დაფიქსირდა. შუადღისას 1 დოლარი ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში 2,66 ლარად იყიდებოდა.
„ბლუმბერგზე“ ვაჭრობა ხუთშაბათს 2,5638 კურსით დასრულდა. სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის შეძენა დღეს 2,588 – 2,62 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი, მისი გაყიდვის ფასი კი 2,488-2,55 ლარის ფარგლებშია. ხუთშაბათს დღის მეორე ნახევარში დოლარის ღირებულებამ ზოგიერთ ჯიხურში 2,73-ს მიაღწია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები