კობა გვენეტაძე: 14 დეკემბერს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა 14 დეკემბერს გაიმართება, სადაც ცნობილი გახდება, როგორ ვაფასებთ იმ რისკებს, რაც შეიძლება არსებობდეს ინფლაციასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობა გვენეტაძის განმარტებით, ეროვნული ბანკი გააკეთებს ყველაფერს, რომ ინფლაცია დარჩეს დაბალი და არ ჰქონდეს დიდი მერყეობა.
“არის აქციზების მატება, ნავთობთან დაკავშირებით შეინიშნება ფასების მატება, მაგრამ არის აგრეთვე სხვა მოვლენები, მათ შორის ბიუჯეტი 2017 წლის, რომელსაც ჩვენ ახლა ვაანალიზებთ. ძალიან ხშირად ისმის კომენტარები, რომ ყველაფერი გაძვირდა იმისდა მიუხედავად, რა ინდექსიც არსებობს და ეს არის საერთაშორისოდ შემუშავებული. ის ინდექსი, რომელიც ყველა მოთხოვნას პასუხობს, ფასების ზრდა საქართველოში არ ყოფილა, ამიტომ გთხოვთ, როდესაც ამაზეა საუბარი იქნებ ოფიციალურ სტატისტიკას გადახედოთ”, – განაცხადა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, შეიძლება ერთი პროდუქტის ფასი გაიზარდოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა პროდუქტის ფასი იზრდება.
“ვფიქრობ, რომ ინფლაციასთან დაკავშირებით ცუდი სიტუაცია არ გვაქვს, რადგან ეროვნულმა ბანკმა ამაზე იზრუნა, ასევე გავაგრძელებთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ინფლაცია დარჩეს დაბალი და არ ქონდეს დიდი მერყეობა”, – განაცხადა გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები