ნოდარ ებანოიძე: ონლაინ სესხების მიმართ მთავრობამ უნდა გამოიყენოს მეტი სიფრთხილე

მთავრობა უნდა იყოს შეთანხმებული, როცა ონლაინ სესხებთან დაკავშირებით განცხადებებს აკეთებს, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ფინანსისტმა ნოდარ ებანოიძემ განაცხადა.
ებანოიძე ყურადღებას აქციზურ საქონელზეც ამახვილებს და ამბობს, რომ მთავრობამ გონივრული რეგულაციები უნდა მიიღოს.
„ბიზნესთან აუცილებელია კონსულტაციები და იმ პროდუქტზე, რაზეც მთავრობას მოუწევს აქციზის გადასახადის აწევა, უნდა იქნას მიღებული გონივრული გადაწყვეტილება, ასევე მიკრო სესხებზე როცა საუბრობს ხელისუფლება და მის აკრძალვაზე, უნდა იყოს გამიჯნული ეს იკრძალება თუ რეგულაციები წესდება. ეს ორი რამ აბსოლუტურად სხვადასხვაა,“ – განაცხადა ნოდარ ებანოიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები