ფრანგი სამართალდამცველები საქართველოს შსს-ში განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ

საქართველოს შს სამინისტროში ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის კრიმინალური პოლიციის დელეგაცია უწყებაში განხორციელებულ პროექტებსა და მიმდინარე რეფორმებს გაეცნო.
დელეგაციის წევრები – საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, გენერალი ჟან‐პიერ მიშელი, ეროვნული ჟანდარმერიის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალური ოფისის უფროსი, პოლკოვნიკი ბერნარდ ტიბუ და ეროვნული ჟანდარმერიის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კრიმინალური საქმეების საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების უფროსი, პოლკოვნიკ‐ლეიტენანტი ანტუან ბიარდი შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს, საპატრულო პოლიციისა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტებს ეწვივნენ.
ფრანაგი სტუმრები „112“-ის მიერ განხორციელებული ინოვაციური პროექტებით დაინტერესდნენ, საპატრულო პოლიციის ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს და ქართველი სამართალდამცველების მუშაობას გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები