იტალიაში გარდაცვლილ 26 წლის მამაკაცს ჯიბეში სტუდბილეთი აღმოაჩნდა (ვიდეო)

იტალიაში გარდაცვლილ 26 წლის კარლო გოდოლაძეს ჯიბეში პადოვას უნივერსიტეტის სტუდენტური ბარათი და პირადი მობილური აღმოაჩნდა. ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
როგორც უწყების პრესსამსახურში განმარტავენ, პადოვას პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქის ცხედარი 30 ნოემბერს, ნაშუადღევს არხში აღმოაჩინეს. ცხედრის ამოყვანის ღონისძიება ადგილობრივმა პოლიციამ განახორციელა.3
საქართველოს მოქალაქის ძებნის ოპერაცია ადგილობრივი პოლიციის მიერ 22 ნოემბრიდან მიმდინარეობდა. კარლო გოდოლაძის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია იტალიაში საქართველოს საკონსულოს გარდაცვლილის ძმამ 20 ნოემბერს შეატყობინა.
„კარლო გოდოლაძის ძებნა ძმის ინფორმაციის შემდეგ დაიწყო. ადგილობრივი კანონმდებლობის თანახმად, ძებნის ოპერაცია ინფორმაციის მიღებიდან 48 საათის გასვლის შემდეგ იწყება. გუშინ, 30 ნოემბერს, ქალაქ პადოვას არხში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელსაც ჯიბეში პირადი მობილური და პადოვას უნივერსიტეტის სტუდენტური ბარათი აღმოაჩნდა. პადოვას პოლიციის თანამშრომლების მიერ ცხედრის ამოცნობის პროცესი ოფიციალურად არ ჩატარებულა. მათივე გადაწყვეტილებით, ცხედრის იდენტიფიცირება თითის ანაბეჭდებით განხორციელდება, რადგან საქართველოს მოქალაქის, უნივერსიტეტის სტუდენტის თითის ანაბეჭდები პოლიციას უკვე ჰქონდა.5
დღეს, პადოვას შს სამმართველოში მოკვლეულ მასალებს პროკურატურაში გადააგზავნიან. პროკურატურამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ჩატარდეს თუ არა ექსპერტიზა, რათა დადგინდეს ქართველი ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
26 წლის კარლო გოდოლაძე იტალიაში, პადოვას უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტი იყო. მაგისტრატურამდე იგი საქართველოში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა.
ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა ქართველმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. „კვირას“ ინფორმაციით, იტალიაში, პადოვას უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტი ბოლო 1დროს დეპრესიაში იყო. ამის მიზეზი მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება სახელდება.
ახალგაზრდა ქართველის გარდაცვალების გამო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მწუხარებას გამოთქვამს და განცხადებას ავრცელებს.

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს კარლო გოდოლაძის მოულოდნელი გარდაცვალების გამო. ჩვენს გუნდს გამოაკლდა ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალი და მეგობარი. კარლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორი და კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი იყო. წვლილი, რომელიც მან სამართლის სკოლისა და ცენტრის წარმატებულ მუშაობაში შეიტანა, ძალიან დიდია. დიდხანს გაგვყვება მოგონებები, რომლებიც ყველას გვაკავშირებს კარლოსთან. გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ მწუხარებას და სამძიმარს ვუცხადებთ კარლოს ოჯახს და მეგობრებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
იმ შემთხვევაში, თუ კარლო გოდულაძის ოჯახი დამხარებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს, კანონმდებლობის თანახმად, ახალგაზრდა ქართველის სამშობლოში გადმოსვენებას ქართული მხარე უზრუნველყოფს.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები