მიხეილ ჯანელიძე: იუნესკომ და წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ აღიარეს საქართველოს ძალიან დიდი კულტურა

“იუნესკომ და წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ აღიარეს საქართველოს ძალიან დიდი კულტურა, ძალიან დიდი ისტორია“, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის“ იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეტანის კომენტირებისას განაცხადა და საქართველოს აღნიშნული წარმატება მიულოცა.
„ეს არის კულტურის სამინისტროსა და ჩვენი დიპლომატიური კორპუსის იუნესკოსთან აქტიური მუშაობის დამსახურება. ეს არის ჩვენი ქვეყნის იმიჯის პოპულარიზაცია, ჩვენი ადგილის დამკვიდრება საერთაშორისო მასშტაბით.
პირველად აღიარებული იქნა მრავალხმიანი ქართული სიმღერა. ამის შემდეგ იუნესკომ აღიარა ღვინის ქვევრით დაყენების უნიკალური მეთოდი და ეს მესამე დიდი წარმატებაა ამ მიმართულებით, რაც ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც ძალიან დიდი კულტურის და ისტორიის მქონე ქვეყანას. შესაბამისად, ამ ძალიან მნიშვნელოვანი იმიჯით საერთაშორისო მასშტაბით სახელის დამკვიდრებას”, -აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
შეგახსენებთ,  გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შევიდეს, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-11 სესიაზე მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები