უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში, თბილისიდან ყველაზე მეტი ადამიანი იტალიაში წავიდოდა

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების შემდგომ, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში. როგორც „კვირას“ ორგანიზაცია „ეი სი თი”- -დან აცნობეს, ოქტომბერში, ჩატარებული კვლევის მიხედვით, თბილისის მოსახლეობის სრულ უმრავლესობას (97%) სმენია საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ.
თბილისის მოსახლეობის 61%-ს კი უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში, ევროკავშირის ქვეყნის მონახულების სურვილი აქვს. თბილისელების 18% აცხადებს, რომ იტალიაში გაემგზავრებოდა, 17% საფრანგეთში, ხოლო 14% გერმანიაში.
აღსანიშნავია, რომ თბილისელების 25% უკვე ნამყოფია ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში. მათგან 11% გერმანიაში, 7%-7% კი იტალიაში, საფრანგეთსა და ჩეხეთში. ქვემოთ მოცემულ სურათზე შეგიძლიათ იხილოთ თბილისის მოსახლეობის მიერ დასახელებული ქვეყნები და მათი პროცენტული წილი (ზოგ შემთხვევაში ერთი რესპოდენტის მიერ დასახელებულ იქნა რამდენიმე ქვეყანა).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები