„სითი პარკს“ იმ შემთხვევაში უნდა დაუბრუნდეს თანხა, თუ ის ხელშეკრულებას ასრულებდა”

“25 მილიონი, რომელიც „სითი პარკისთვის“ არის გადასახდელი, გადასახედია”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, შორენა ბუხრაშვილმა განაცხადა.
შორენა ბუხრაშვილი აცხადებს, რომ „სითი პარკმა“ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს თავი ვერ გაართვა და შესაბამისად, იმ 25 მილიონი ლარის დაბრუნების საკითხსაც ეჭვქვეშ აყენებს.
„25 მილიონი ლარი „სითი პარკმა“ იმ შემთხვევაში უნდა მიიღოს, თუ ის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებდა, რაც ჰქონდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული, მაგრამ თუ ის გამუდმებით არღვევდა ამ ხელშეკრულებას და არ ასრულებდა მოვალეობებს, ვერ ვიგებ, რომელი 25 მილიონი ლარის დაბრუნებაზეა ლაპარაკი.
პირველკურსელმა იურისტმაც კი იცის, რომ ხელშეკრულებას ვინც არღვევს, თანხასაც ის იხდის. მე მიმაჩნია, რომ უნდა შეიკრიბონ იურისტები და ამ 25 მილიონზე სერიოზულად იმსჯელონ, არის თუ არა დასაბრუნებელი,“-განაცხადა შორენა ბუხრაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები