“მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობა მიმდინარეობს და ეს პროცესი საქართველოს გარეშე არ ჩაივლის”

მარიხუანას დეკრიმინალიზაციას როცა ითხოვენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ეს ნორმალურია, მაგრამ პოლიტიკური პარტიების მხრიდან ამის მოთხოვნა მხოლოდ ბოტანიკური სოლიდარობაა”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ლაშა კილაძემ განაცხადა.
ლაშა კილაძე ვარაუდობს, რომ მარიხუანას მოხმარებასთან მიმართებაში, კანონის ლიბერალიზაცია მოხდება, თუმცა ის აცხადებს, რომ ლეგალიზაციასთან ერთად, გაიზრდება მარიხუანას მომხმარებელთა რიცხვიც, ამისთვის „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ხელმძღვანელი სახელმწიფოს პრევენციისკენ მოუწოდებს.
„დღესდღეობით, ფაქტია, რომ კანონმდებლობის ლიბერალიზაცია არის ერთ-ერთი აქტიური მსოფლიოში და ეს პროცესები მეეჭვება, რომ საქართველოს გარეშე განვითარდეს და მე ვვარაუდობ, რომ მოხდება მარიხუანას დეკრიმინალიზაცია, რადგან ეს, ამ ეტაპზე, არის ვალიდური გამოსავალი.
რისკები მრავალფეროვანია და როცა ამ რისკების თაობაზე არ ხდება ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის, ეს სარისკოა.
გაიზრდება აუცილებლად მომხმარებელთა რიცხვი, თუმცა უნდა იყოს აქტიური კამპანია სახელმწიფოს მხრიდანაც, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდანაც და პოლიტკური პარტიებისგანაც.
მარიხუანას დეკრიმინალიზაციას, როცა ითხოვენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ეს ნორმალურია, მაგრამ პოლიტიკური პარტიების მხრიდან ამის მოთხოვნა მხოლოდ ბოტანიკური სოლიდარობაა. ჩვენ გვახსოვს „ბიოს“ გავრცელებასთან დაკავშირებით ერთობლივი კამპანია და ამ ყველაფერმა საკმაოდ ეფექტური შედეგი გამოიღო“, – განაცხადა ლაშა კილაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები