2017 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ოფიციალურად დარეგისტრირდება

2017 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ოფიციალურად დარეგისტრირდება.

მომავალი კვირიდან, სავარაუდოდ, საკომიტეტო განხილვები დაიწყება. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მთლიანი მოცულობა 12 მილიარდ 600 მილიონი ლარია. პროექტის მიხედვით, იზრდება ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, განათლების, თავდაცვისა და სპორტის სამინისტროების დაფინანსება.
გარდა ამისა, 17 მილიონით იზრდება საერთო სასამართლოების დაფინანსებაც. 275 მილიონი მიემატება ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტს, თუმცა მცირდება სოფლის მეურნეობის, სასჯელაღსრულების, ფინანსთა, იუსტიციის, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროების დაფინანსება.
კლებაა ასევე მთავრობის ადმინისტრაციის ბიუჯეტში. ადმინისტრაციული ხარჯები ჯამში 100 მილიონით შემცირდება.

2017 წლის ბიუჯეტში საპენსიო მიმართულებით 110 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება. დაგეგმილია დაგროვებითი საპენსიო სისტემაზე გადასვლაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები