დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს უსმენენ

პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს უსმენენ.
დეპუტატები კანდიდატებს შეკითხვებს ძირითადად ეკონომიკურ ცვლილებებსა და ქვეყანაში ამ მხრივ არსებულ გამოწვევებზე უსვამენ.
ეროვნული ბანკის საბჭოს სამი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შედეგად წარმოშობილ ვაკანტურ თანამდებობებზე პრეზიდენტმა პარლამენტს ასარჩევად არჩილ მესტვირიშვილის, მურთაზ კიკორიას და რობერტ ჰენდრი სინგლეტერი უმცროსის კანდიდატურები წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები