გიორგი კაკაურიძე: რეგულაციები იმისთვის იქნება, რომ მსესხებელი იყოს დაცული და 100 ლარში 20 ათასი ლარის გადახდა არ მოუწიოს

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ონლაინ სესხებზე რეგულაციების დაწესებას აუცილებლობაზე საუბრობს. კაკაურიძე არ გამორიცხავს, რომ ონლაინ სესხების ნაწილი გაუქმდეს. მისი თქმით, რეგულაციები იმისთვის იქნება, რომ მსესხებელი იყოს დაცული და 100 ლარში 20 ათასი ლარის გადახდა არ მოუწიოს.
„პირობითად, შეიძლება სესხის ძირის ორმაგ ოდენობაზე მეტის დაკისრება არ მოხდეს პროცენტების სახით. რეგულაციები აუცილებლად შემოვა და ეს აუცილებლად გამოიწვევს ონლაინ სესხების ნაწილის გაუქმებას, ვინაიდან ისინი მაღალი რისკის მქონე პირებზე მუშაობენ და იმით სარგებლობენ, რომ ეს მომხმარებლები ცუდ მდგომარეობაში არიან. ამიტომ, მათი დიდი ნაწილი სავარაუდოდ დაიხურება.
რეგულაციები იმისთვის იქნება, რომ მსესხებელი იყოს დაცული და 100 ლარში 20 ათასი ლარის გადახდა არ მოუწიოს. ის ორგანიზაციები, რომლებიც სწორად აკეთებენ ბიზნესს და სწორი მენეჯმენტი აქვთ, რა თქმა უნდა, დარჩებიან და იქნებიან ბაზარზე. რა სახელწოდებით იქნებიან, ამას კანონი დაარეგულირებს, თუმცა ის ორგანიზაციები, რომლებიც მოსახლეობის გაღატაკებაზე მუშაობენ, ეტაპობრივად გაუქმდებიან”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები