„ჯანმრთელობის დაფინანსების საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკა არის სწორედ აქციზიდან მიღებული შემოსავალი“

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ თამბაქოსა და ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის გაზრდა სწორი გადაწყვეტილებაა.
როგორც ზოიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ჯანმრთელობის დაფინანსების საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკა არის სწორედ აქციზიდან, მათ შორის თამბაქოს, ალკოჰოლური სასმელისა და ნავთობპროდუქტების აქციზისგან მიღებული შემოსავალი.
„ეს პროდუქტები ჯანმრთელობას აყენებენ ზიანს და მაგალითად, საქართველოში, ყოველი სამიდან 2 ადამიანი კვდება თამბაქოს მოწევით გამოწვეული დაავადების გამო. ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები საგანგაშოა, რომელთა ლომის წვლილი მოდის სწორედ ნავთობპროდქტებზე, ტექნიკურად გაუმართავ მანქანებზე და შესაბამისად, ყველა ის ზომა, რომელიც შემოთავაზებულია საქართველოს მთავრობის მიერ, პირველ ყოვლისა, მიმართულია ჩვენი თანამოქალაქეების, მომავალი თაობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე”, – აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები