გოგლა ჟვანია: ონლაინ სესხები ასაკრძალია

ონლაინ სესხების აკრძალვასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას „ქართული ოცნების“ წევრი გოგლა ჟვანია ეხმაურება და და პრემიერის გადაწყვეტილებას სრულად იზიარებს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟვანიამ აღნიშნა, ონლაინ სესხები ასაკრძალია.
”ონლაინ სესხები, ბუნებრივია, ასაკრძალია, არანორმალური პროცენტებია. სერიოზულ დანაშაულთან გვაქვს საქმე. პირადად მე განუწყვეტლივ მომდის მესიჯები, სხვადასხვა შეთავაზებები სესხებზე. ეს არის პირადი მონაცემების დაცვის შესახებ კანონის პირდაპირი დაღვევა. როგორ ხდება ამ ორგანიზაციების მხრიდან ჩემს პირად მონაცემებზე წვდომა, არ ვიცი. ეს კანონიერად ვერანაირად ვერ მოხდება.
აკრძალვასთან ერთად უნდა აგონ პასუხი იმ ადამიანებმა, რომლებიც უამრავი ადამიანის პირად მონაცემებს გასცემენ. ძალიან მაცდურია გაჭირვებულ ქვეყანაში, როდესაც ადამიანებს ძალიან უჭირთ, რაღაც ლამაზი რეკლამა გაჩნდეს -”მოდი უფასო ფულს მოგცემთ”. საქართველოში მოქალაქეების უმრავლესობას აქვს ფულის ყოველდღიური დეფიციტი, მახეში ებმებიან და დამოკიდებულები ხდებიან ამ ფინანსურ ინსტიტუტებზე. ეს საკითხი არის სერიოზულად მისახედი“, – განაცხადა ჟვანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები