ტრისტან წითელაშვილი: სააკაშვილმა სნაიპერთა ჯგუფი სასტუმრო “უკრაინაში” განალაგა

„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დავალებით უკრაინაში მაიდანის პროცესებში მომიტინგეების ლიკვიდაცია ხდებოდა“ – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა ტრისტან წითელაშვილმა “პირველ პრესკლუბში” განაცხადა.
სამხედრო ექსპერტის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა სნაიპერთა ჯგუში შექმნა, რომელშიც ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, 4 ქართველი სნაიპერიც შედიოდა.
“სნაიპერთა ჯგუფი სააკაშვილმა სასტუმრო “უკრაინაში” განალაგა, საიდანაც ისინი მშვიდობიანი მოქალაქეების ლიკვიდაციას ახდენენ. ამავდროულად, მშვიდობიან მომიტინგეებში მოქმედებდნენ შეიარაღებული ჯგუფები, რომლებიც მომიტინგეების დაზიანებებსა და ლიკვიდაციას ახდენდნენ. ამას ხელმძღვანელობდა ამერიკიდან ჩამოყვანილი სპეცრაზმის ჯგუფი, რომლებიც სააკაშვილის ხელმძღვანელობით მართავდნენ სიტუაციას”,- განაცხადა წითელაშვილმა.
მისივე თქმით, სააკაშვილმა უკრაინაში ასევე ჩამოაყალიბა ჯგუფი, რომელიც ბიზნესმენებს ატერორებდა და თანხებს ძალავდა.
წითელაშვილი უკრაინელ ექსპერტებთან თანამშრომლობის საფუძველზე მოპოვებული ინფორმაციით აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ იმ ჯგუფების, მათ შორის ქართველების დეპორტაცია დაიწყო, რომლებიც მაიდანზე ადამიანის ლიკვიდაციას ახორციელებდნენ.
2013 წელს, კიევის ცენტრში დაწყებული მასიური მრავალთვიანი საპროტესტო აქცია – ევრომაიდანი უკრაინის სახელმწიფოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შეჩერების პასუხად დაიწყო.
აქციებმა სახელწოდება “ევრომაიდანი” მიიღეს მასმედიასა და სოციალურ ქსელებში 2004 წლის ანალოგიური მოვლენებიდან გამომდინარე.
“ევრომაიდანს”120 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები