დემურ გიორხელიძე: თუ დაიხურება სათამაშო ბიზნესები, თავშიც ქვა უხლიათ

საჭიროა, აღვირახსნილი კამპანია ონლაინ სესხები რომ დარეგულირდეს. არანორმალური პროცენტები გამოდის ონლაინ სესხების, ეს არის მძარცველურ დონეზე ადამიანების საქმიანობა, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკის ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ განაცხადა.
გიორხელიძე მიიჩნევს, რომ ონლაინ სესხები რეგულაციებს უნდა ექვემდებარებოდეს. ეკონომიკის ექსპერტი სათამაშო ბიზნესის გადასახადებზეც საუბრობს.
„ადამიანები მძარცველურ დონეზე ეწევიან ბიზნესსაქმიანობას. იყოს ონლაინ სესხები, ოღონდ რეგულაციის ფარგლებში. საჭიროა, აღვირახსნილი კამპანია ონლაინ სესხების დასარეგულირებლად. სათამაშო ბიზნესზე გადასახადის გაზრდა არ არის ტრაგედია, ეს არ არის ბიზნესების ის სახე, რომლითაც შეიძლება ქართულმა ეკონომიკამ სარგებელი ნახოს.
ეს არ არის კაზინო, კეთილი ინებოს სათამაშო ბიზნესმა დაიკავოს ის ადგილი, როგორიც დაკავებული აქვთ ცივილიზებულ ქვეყნებში. ეს არის ადამიანის სისუსტეებზე თამაში. თუ დაიხურება სათამაშო ბიზნესი, თავშიც ქვა უხლიათ“, – განაცხადა დემურ გიორხელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები