ზაზა რუხაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობაზე უარი განაცხადა

პარლამენტის კვოტით დასახელებულმა მოსამართლეობის კანდიდატმა ზაზა რუხაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობაზე უარი განაცხადა.
საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა ცნობად მიიღეს რუხაძის განცხადება. რუხაძის კანდიდატურა მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დაასახელა.
„შემოსულია ბატონი ზაზა რუხაძის განცხადება, მისი კანდიდატურის შესახებ. მოგეხსენებათ,ბატონი ზაზა რუხაძე იყო წარდგენილი ყოფილი თავმჯდომარის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე. მან განაცხადა უარი და შემოიტანა შესაბამის განცხადება, რაც ცნობად უნდა მივიღოთ“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ,ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე.
საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის კვოტა ამ დრომდე ასათვისებელია. პარლამენტის მიერ განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს პრეზიდენტი ასახელებს, ერთს – უზენაესი სასამართლო. ხოლო ერთი კანდიდატურის დასახლების უფლება აქვს პარლამენტს, რომელსაც დეპუტატებმა ნდობა უნდა გამოუცხადონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები