„ჩვენ არ ვაღიარებთ „აუდიტორია 115“-ის პროტესტის ფორმას“

„აუდიტორია 115“-ის წევრებმა დაიკავეს მე-6 კორპუსი, სწავლის პროცესი უნივერსიტეტში თითქმის პარალიზებულია, ამიტომ მოვითხოვთ ჩვენი სასწავლო ცხრილი ჩვენვე შევადგინოთ, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტმა ქეთევან ჩალაურმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული პოზიცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა დიდი ნაწილის აზრია.
სტუდენტების ინფორმაციით, ლექციებს შორის ინტერვალი დაახლოებით ათი წუთია, რის გამოც ცენტრალური კორპუსებიდან მაღლივ კორპუსში ლექციებზე დასწრებას ვერ ახერხებენ.
„ჩვენ არ გვაქვს დრო, რომ ლექციებს ჭავჭავაძის შემდეგ დავესწროთ მაღლივ კორპუსში, „აუდიტორია 115“-ის წევრები არ აპირებენ მე-6 კორპუსის დაცლას.
ჩვენ ვიცით, რომ არის თავისუფალი აუდიტორიები და ვითხოვთ, რომ იმ აუდიტორიებში შეგვიშვან. თუ დეკანატი ვერ შეძლებს ამას, ჩვენ მოგვცენ საშუალება, რომ შევადგინოთ ჩვენი სასწავლო ცხრილი, ამიტომ არსებული რესურსებიდან გამომდინარე მოვითხოვთ, რომ გამოგვიყონ სწავლისთვის შესაფერისი ადგილი. ჩვენ არ ვაღიარებთ „აუდიტორია 115“-ის სტუდენტების პროტესტის ფორმას და არ მივმართავთ მსგავს ზომებს“, – განაცხადა ქეთევან ჩალაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები