გიორგი კვირიკაშვილი კოლუმბიაში დატრიალებული ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კოლუმბიაში დატრიალებული ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” წერს.
kvirikatviteri

“თანავუგრძნობ კოლუმბიაში მომხდარი დღევანდელი ავიაკატასტროფის მსხვერპლთა, მათ შორის, საფეხბურთო კლუბ „შაპეკოენსის“ ფეხბურთელთა ოჯახებს, ყველას, ვისაც ეს საზარელი ტრაგედია შეეხო”, – წერს გიორგი კვირიკაშვილია.

კოლუმბიაში  ავიაკატასტროფის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 76  ადამიანი დაიღუპა.

თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 72 მგზავრი და ეკიპაჟს ცხრა წევრი იმყოფებოდა, ბოლივიიდან კოლუმბიის ქალაქ მედელინში ასრულებდა რეისს. მგზავრებს შორის იმყოფებოდნენ ბრაზილიური კლუბის “შაპეკოენსეს” ფეხბურთელები და ხელმძღვანელები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები