ხელოვნური ინტელექტი მომავალი ქმედებების წინასწარმეტყველებას შეძლებს
აშშ-ის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გამოგონილი ხელოვნური ინტელექტი უახლოესი მომავლის გამოსახულების შექმნას შეძლებს.
ასე მაგალითად, თუ ხელოვნური ინტელექტი გამოსახულებას მიიღებს, ის ვიდეოს შექმნის, რომელზეც ნაჩვენები იქნება თუ რა მოხდება ამ კადრის შემდეგ.
მაგალითად, თუ ვიდეოზე იქნება რკინიგზის სადგურის კადრი, ხელოვნური ინტელექტი წარმოიდგენს მატარებელს, რომელიც პლატფორმიდან გადის. ზღვის პლაჟის გამოსახულება კი ხელოვნურ ტვინს ზღვის ტალღების შექმნას „შთააგონებს“.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს სისტემა მომავალში ადამიანის სიმაღლიდან მოსალოდნელ ჩამოვარდნას ან უპილოტო ავტომობილის მიერ უბედური შემთხვევის შესაძლებლობას გამოიცნობს. გამომგონებლები ფიქრობენ, რომ ხელოვნურ ინტელექტს, ადრე თუ გვიან, მოუწევს გადაწყვეტილების მიღება – ვინ გადაარჩინოს – ავტომობილში მყოფი ადამიანები თუ ფეხით მოსიარულეები?